Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლუკა იოვიჩის ტრანსფერით ყველაზე მეტად მილანი ინტერესდება

არაერთი იტალიური თუ ესპანური წყაროს ინფორმაციით, მილანი რეალის ფორვარდის, ლუკა იოვიჩის ტრანსფერით ყველაზე მეტად დაინტერესებული გუნდია.

მილანი ზლატან იბრაჰიმოვიჩის შემცვლელს ეძებს და მათი მთავარი არჩევანი სწორედ სერბი ფორვარდია. Mozzart Sport-ის ინფორმაციით, ფეხბურთელის აგენტი ფალი რამადანი მილანის წარმომადგენლებს შობამდე შეხვდნა და მხარეებმა ფეხბურთელის 6-თვიანი იჯარა განიხილეს.

იოვიჩის სახელი ვულვზს და ფრანკფურტსაც დაუკავშირეს, თუმცა ჟურნალისტი არანჩა როდრიგესის ინფორმაციით, კონრკეტული ნაბიჯები ჯერჯერობით მილანის გარდა არც ერთ სხვა მხარეს არ გადაუდგამს.