ლუკა იოვიჩს მილანში თამაში უნდა

მადრიდის რეალის შემტევს მომავალ ზაფხულს მილანში გადასვლა აქვს გადაწყვეტილი.სერბი შემტევი ესპანეთის დედაქალაქში გასულ ზაფხულს გადავიდა და 60 მილიონად შეძენილმა ფეხბურთელმა მიმდინარე ზესონში მხოლოდ 2 გოლის გატანა მოახერხა.

გასულ თვეში ვრცელდებოდა ინფორმაცია,რომ მას რეალში დარჩენა და თავისი კლასის დამტკიცება სურდა,თუმცა ახალი ამბები საპირისპიროს ამტკიცებენ.იოვიჩი მილანში 2-წლიანი იჯარით გადასვლაზე თანახმაა და სათამაშო დროის გარანტიას ითხოვს.

Mundo deportivo-ს მტკიცებით,მას მილანში გადასვლა და ძველ თანაგუნდელთან,ანტე რებიჩთან ერთად თამაში სურს.ისინი ერთად აინტრახტში თამაშობდნენ.

იოვიჩმა ფრანკფურტის რიგებში 2018-19 წლის სეზონში 27 გოლი გაიტანა,აქედან 10 ევრო სარბიელზე და მისი სახელი უამრავი გრანდის სატრანსფერო სიაში მოხვდა,თუმცა კარიმ ბენზემას ძირითადი 11-ეულიდან ამოგდება ვერ მოახერხა.

მილანმა მადრიდის რეალს 2-წლიანი იჯარა შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით უკვე შესთავაზა.ესპანელების პასუხი უცნობია,თუმცა ბოლო დროს გუნდა სა იოვიჩს შორის დაძაბული ურთიერთობის გათვალისწინებით,ეს ვარიანტი მათთვის საკმაოდ მისაღები უნდა იყოს.

Leave a Reply

Your email address will not be published.