Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლუკა პელეგრინის კუნთის დაზიანება აქვს

გუშინ იუვენტუსმა გასვლაზე ბოლონიას დამარცხება მოახერხა და მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა, თუმცა სამწუხაროდ მატჩის მსვლელობისას მოედნის ნაადრევად დატოვება ბიანკონერის ახალგაზრდა ტალანტს ლუკა პელეგრინის მოუწია.

რომეო აგრესტის ინფორმაციით, პელეგრინის კანჭის კუნთის დაზიანება აქვს. ის სამედიცინო შემოწმებას დღეს J Medical-ში გაივლის, რის შემდეგაც მისი ტრავმის სირთლესა და ფეხბურთელის მოედანზე დაბრუნების სავარაუდო დროსთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია გვექნება.