Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლუკა ტონი:“ ინტერი სკუდეტოს მოპოვების ფავორიტია“

ლეგენდარული იტალიელი ფორვარდის ლუკა ტონის აზრით. ინტერი სერია ა-ში კვლავ უძლიერესი გუნდია და სკუდეტოს დიდი ალბათობით სწორედ ისინი მოიგებენ.

„ჩემი აზრით, ინტერი სერია ა-ში კვლავ უძლიერესი გუნდია. მათ გასულ თვეებში მნიშვნელოვანი ფიგურები დაკარგეს, მაგრამ სატრანსფერო ფანჯარაზე ჭკვიანურად იმოქმედეს და სიმონე ინძაგის სქემისთვის საჭიო ფეხბურთელები დაიმატეს.

„მილანი კვლავ ერთ ნაბიჯით ქვევით არის, იუვენტუსი აუცილებლად იბრძოლებს, მაგრამ რონალდუს დაკარგვა ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის და ვნახოთ, მოახერხებენ თუ არა ისინი კრიშტიანუს გოლების გუნდზე გადანაწილებას. რონალდუს სეზონში 30 გოლი გაჰქონდა და სხვა შემტევებს სივრცეებს უთავისუფლებდა, ახლა კი გუნდში დარჩენილმა ფეხბურრთელებმა ლიდერის თვისებები უნდა გამოავლინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ინტერს მარტივი გამარჯვება ელოდება.“