Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლუკა ტონი:“ ლუკაკუ რონალდუზე სრულყოფილი შემტევია“

იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ლუკა ტონიმ ერთმანეთს ლუკა ტონი და კრიშტიანუ რონალდუ შეადარა.

36 წლის რონალდუმ სერია ა-ს 27 მატჩში 25 გოლის გატანა მოახერხა, 27 წლის ლუკაკუმ კი 29 შეხვედრაში 21 გოლი გაიტანა.

„კრიშტიანუ რონალდუ ასაკის მიუხედავად უმაღლეს დონეს ინარჩუნებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ლუკაკუ თავისი გუნდისთვის უფრო მნიშვნელოვანია და გუნდს მაშინაც ეხმარება, როდესაც ის გოლს ვერ იტანს.

„ჩემი აზრით, ამ მომენტისთვის, რომელუს ასაკის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ბელგიელი რონალდუზე სრულყოფილი ფორვარდია.“