Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლუკა ტონი:“ მალდინი შესანიშნავად მუშაობს…“

ყოფილმა იტალიელმა ფეხბურთელმა ლუკა ტონიმ მილანის სეზონი შეაფასა და პაოლო მალდინიზე ისაუბრა.

„პაოლო მალდინი მენეჯერის როლს თავს შესანიშნავად ართმევს. მან გამორჩეული ახალგაზრდა ტალანტები დაიმატა და გუნდი ბრძოლისუნარიანი გახადა.

„კარგად მახსოვს, მე სერია ა-ში დებიუტი მილანის წინააღმდეგ მქონდა და მალდინი-კოსტაკურტას დუეტის წინააღმდეგ მიწევდა თამაში, შემდეგ კი მე პაოლოს მაისური გამოვართვი. ვფიქრობ, რომ ის მსოფლიოში საუკეთესო მცველი იყო.

„ის იმავე პროფესიონალიზმით მუშაობას უკვე მენეჯერის როლში განაგრძობს და როსონერიმ ასეთი წარმატებული სეზონი ნამდვილად დაიმსახურა.“