Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლუჩესკუ:“ მიეცით დრო პირლოს“

კიევის დინამოს მთავარმა მწვრთნელმა, მირჩა ლუჩესკუმ პრესკონფერენცია გამართა და ანდრეა პირლოზე ისაუბრა.

ჩემპიონთა ლიგაზე გუნდებს შორის პირველი დაპირისპირება იუვენტუსის გამარჯვებით, ანგარიშით 2 – 0 დასრულდა.

„პირველ წრეში იუვენტუსმა ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ისეთ დიდ გუნდებს, როგორიც იუვენტუსია, შემადგენლობაში ორი თანაბარი ძალის გუნდი ჰყავთ, ამიტომ ჩემი ფეხბურთელები გავაფრთხილე, რომ იმის მიუხედავად, რომ ისინი მომდევნო ეტაპზე უკვე გასულები არიან, იუვეს სათადარიგო ფეხბურთელები არ ჰყავს და ისინი კვლავინდებურად უძლიერესი შემადგენლობით გავლენ მოედანზე.

„პირლოს რაც შეეხება, მისი მიმართულებით ძალიან ბევრი კრიტიკა გაისმა. იტალიაში ყოველთვის ასეა, მწვრთნელებზე ძალიან დიდი ზეწოლა მოდის, თუმცა მას დრო უნდა მისცეთ.

„ანდრეა ძალიან ახალგაზრდა მწვრთნელია, მას გასახდელში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები ჰყავს და სიტუაციის დასალაგებლად გარკვეული პერიოდია საჭირო.

„დარწმუნებული ვარ, რომ მისი ტალანტი და ხედვა, რომელიც მას ფეხბურთელობის დროს ჰქონდა, ძალიან დიდ და წარმატებულ მწვრთნელად აქცევს. მას დიდი მომავალი აქვს.“