Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლუჩესკუ:“ პირლოს შეუძლია, რომ გუარდიოლას და ზიდანს დაემსგავსოს“

მირჩა ლუჩესკუს აზრით, ანდრეა პირლოს შეუძლია, რომ ზიდანის და გუარდიოლას გზა გაიაროს და წარმატებული მწვრთნელი გახდეს.

სწორედ ლუჩესკუ იყო მწვრთნელი, რომელმაც მაესტრო ბრეშას ახალგაზრდული გუნდიდან მთავარ გუნდში გადაიყვანა და თამაშის საშუალება მისცა, საიდანაც ანდრეა ინტერში გადავიდა, 20 ოქტომბერს კი ლუჩესკუს დინამო კიევი ჩემპიონთა ლიგაზე პირლოს იუვენტუსს დაუპირისპირდება.

„ვიცოდი, რომ ანდრეა პირლო მწვრთნელი გახდებოდა, იგივეს თქმა შემიძლია დიეგო სიმეონეზეც, რომელსაც პისას რიგებსი ვწვრთნიდი.

„არ გამკვირვებია, როდესაც პირლო იუვენტუსის მთავარ მწვრთნელად დანიშნეს. გუნდი მას კარგად იცნობს და ანდრეს ხელმძღვანელობის მხრიდან დიდი მხარდაჭერა ექნება, მის გამო ძალიან ბედნიერი ვარ.

„პირლოს შეუძლია, რომ გუარდიოლას და ზიდანის გზა გაიაროს. ის ჩემპიონი იყო როგორც ფეხბურთელი და  შეუძლია, რომ ჩემპიონი გახდეს როგორც მწვრთნელი.

„რონალდუ ? ის მარადონას ჰგავს, ის ყველგან ლიდერია, სადაც არ უნდა თამაშობდეს. მის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია, რადგან მას გოლების გატანის დაუოკებელი სურვილი აქვს. ჩვენ შევეცდებით, რომ ის მაქსიმალურად შევზღუდოთ, თუმცა პრობლემა ის არის, რომ იუვეს მის გარდა დიბალა, მორატა, კულუსევსკი და კიეზა ჰყავს…“

ლუჩესკუ მერიჰ დემირალის სახით კიდევ ერთ ფეხბურთელს დაუპირისპირდება, რომელსაც თურქეთის ნაკრებში წვრთნიდა.

„დემირალის გაფორმება ინტერსაც სურდა და ადელიო მორო(ინტერის ყოფილი სკაუტი) თურქეთში იმყოფებოდა, რომ მის თამაშს დაკვირვებოდა. ივან ძამორანომ დამირეკა და ფეხბურთელის შესახებ გამესაუბრა, თუმცა იუვენტუსი უფრო სწრაფი აღმოჩნდა.“