Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლუჩიანო მოჯიმ იუვენტუსში ლოკატელის და ჟორჟეს ტრანსფერებზე ისაუბრა

იუვენტუსის ყოფილმა დირექტორმა ლუჩიანო მოჯიმ იუვენტუსში მანუელ ლოკატელის და კაიო ჟორჟეს ტრანსფერებზე კომენტარი გააკეთა.

„ლოკატელი ? სატრანსფერო ფანჯარაზე არიან ფეხბურთელები, რომელთა ასტრონომიული ფასები ჩემთვის გაუგებარია. ვფიქრობ, რომ იუვე ლოკატელის დამატებას მოახერხებს და პიანიჩს იჯარით დაიბრუნებს, ფულის არქონის გამო კი სხვა ტრანსფერებს არ ველოდები.

„პირლო ? მისი კრიტიკა უადგილოა, რადგან ანდრეას გამოცდილება საერთოდ არ ჰქონდა და მას ჩემპიონების გუნდის ჩაბარება მოუწია, რაც რა თქმა უნდა გარკვეულ რისკებთან იყო დაკავშირებული.

„ალეგრის დაბრუნება იუვესთვის სწორი გადაწყვეტილება იყო, მას უდიდესი გამოცდილება უმაგრებს ზურგს და იცის, თუ როგორ უნდა გააკონტროლოს სიტუაცია გასახდელში. მაქსის დაბრუნება იუვენტუსისთვის უკვე სერიოზული გაძლიერებაა.

„არის თუ არა საკმარისი ლოკატელის ტრანსფერი ? მანუელი იუვეს ნახევარდაცვას ნამდვილად გააძლიერებს, მას სხვებზე უკეთესი პასი აქვს, თუმცა იუვენტუსს მეცალა აკლია.

„კაიო ჟორჟე ? ის საინტერესო ფეხბურთელი ჩანს, მაგრამ ამ მომენტში კაიო სათადარიგოს მოთამაშეა, რომელმაც შანსი აუცილებლად უნდა მიიღოს.“