Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მაგუაერი:“ მილანი დიდებული გუნდია“

მანჩესტერ იუნაიტედის უკანახაზელმა ჰარი მაგუაერმა მილანთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

„როდესაც პატარა ვიყავი, მილანი ევროპის ერთ-ერთი უდიდესი გუნდი იყო. სან სირო გამორჩეული სტადიონია და როდესაც გავიგეთ, რომ ჩვენი მეტოქე მილანი იქნებოდა, ძალიან გაგვიხარდა.

„დიეგო დალოტი მილანში იჯარით ასპარეზობს და ვიცი, რომ ბიჭები მასთან კონტაქტს ინარჩუნებენ.

„ვიცით, რომ მილანი კარგ სეზონს ატარებს და მათ წინააღმდეგ ორი ურთულესი შეხვედრა გველოდება.“