Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მადრიდის რეალი ბარელა-ლოკატელის დუეტით ინტერესდება

ესპანური მედიის ინფორმაციით, მადრიდის რეალი იტალიის ნაკრების დუეტის მანუელ ლოკატელის და ნიკოლო ბარელას გაფორმებას შეეცდება.

ესპანური Sport-ის ინფორმაციით, ბლანკოსის ახალმა თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ გუნდსი ხელმძღვანელობას 3-კაციანი სატრანსფერო სია გადასცა, რომელთაგან ორი სერია ა-ში თამაშობს, მაგრამ რეალს აღნიშნული დუოს გაფორმება ძალიან გაუჭირდება.

მანუელ ლოკატელის ტრანსფერზე უკვე დიდი ხანია მუშაობს და ფეხბურთელის თანხმობა უკვე მიღებული აქვს, ნიკოლო ბარელა კი ინტერისთვის ფინანსური კრიზისის მიუხედავად ხელშეუხებელია და ბენეამატა მის გაყიდვას არანაირი თანხის სანაცვლოდ არ აპირებს.