Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მადრიდის რეალი ბრაჰიმ დიასის გაყიდვას არ აპირებს

იტალიური და ესპანური მედიის ინფორმაციით, ბოლო დღეებში მილანმა მადრიდის რეალთან ბრაჰიმ დიასის საბოლოო ტრანსფერზე მოლაპარაკებების წამოწყება სცადა, თუმცა უშედეგოდ…

21 წლის ფეხბურთელი მილანს რეალიდან გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, მშრალი იჯარის წესით შეუერთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მილანს მისი გამოსყიდვის უფლება არ აქვს. დიასმა მოლოდინების გამართლება სეზონის სტარტიდანვე მოახერხა და მილანმა მის გამოსყიდვაზე დაიწყო მუშაობა, თუმცა არაერთი წყარო ამტკიცებს, რომ ზიდანი მომავალში ბრაჰიმ დიასს სასტარტო შემადგენლობის წევრად განიხილავს და თუ ის რეალს არ დატოვებს, ნაკლებად წარმოსადგენია, რომ ბლანკოსმა ფეხბურთელი მილანს დაუთმოს…