Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მადრიდის რეალი – ინტერი პრევიუ

მადრიდის რეალი ხვალ ალფრედო დი სტეფანოს სახელობის სტადიონზე ინტერს უმასპინძლებს და ჩემპიონთა ლიგაზე მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება.

ლოს ბლანკოსმა ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ 2 შეხვედრაში მხოლოდ 1 ქულის აღება მოახერხეს და ჯგუფის ბოლო ადგილზე იმყოფებიან, ინტერმა კი შახტართან და გლადბახთან ორივე შეხვედრა ფრედ დაასრულა და 2 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება.

კენჭისყრის შემდეგ ყველას ეგონა, რომ მადრიდის რეალი და ინტერი ამ ჯგუფიდან გასვლას მარტივად მოახერხებდნენ, თუმცა როგორც ჩანს ერთ-ერთი მათგანი ჯგუფში ჩარჩება და ამ გუნდის ვინაობა დიდი ალბათობით მადრიდის რეალის და ინტერის მომდევნო ორ მატჩში გაირკვევა.

ბოლოს მადრიდის რეალი და ინტერი ერთმანეთს 1998-99 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ. პირველი მატჩი ინტერის გამარჯვებით, ანგარიშით 3 – 1 დასრულდა, მეორეში კი მადრიდის რეალმა 2 – 0 იმარჯვა.

მადრიდის რეალს ნაჩო, ოდეგაარდი და კარვახალი დააკლდება, რომლებსაც ტრავმები აქვთ. ასევე საეჭვოა ლუკას ვასკესის და ალვარო ოდრიოზოლას თამაშიც. ასევე ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ბლანკოსის მცვლეს, ედერ მილიტაოს კორონა ვირუსი დაუდასტურდა და რა თქმა უნდა, შეხვედრაში მონაწილეობას ვერც ის მიიღებს.

რაც შეეხება ინტერს, თითქმის გამორიცხულია გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, რომელუ ლუკაკუს თამაში, რაც გუნდისთვის ძალიან დიდი დანაკლისია.

გუნდები ერთმანეთს საერთო ჯამში 18-ჯერ დაუპირისპირდნენ, რომელთაგან 7 ესპანელების გამარჯვებით დასრულდა, 8-ჯერ ინტერმა იმარჯვა, 3 შეხვედრა კი გუნდებმა ფრედ დაასრულეს.