Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მადრიდის რეალი კესისთვის გამართულ ბრძოლას ლიდერობს…

ფრანკ კესი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი სახელი იქნება.

24 წლის ნახევარმცველს მილანთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, ის გუნდს სავარაუდოდ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

კესის გაფორმების სურვილი არაერთმა ევროპულმა გრანდმა გამოთქვა, თუმცა ესპანური გამოცემა El Nacional-ის ინფორმაციით, მისი გაფორმების ფავორიტი ამ მომენტისთვის მადრიდის რეალია, რომელიც მზად არის ფეხბურთელის მოთხოვნილი ხელფასი – 8.5-9 მილიონი ევრო გადაიხადოს, თუმცა ესპანელების გარდა კესის ტრანსფერით პსჟ, ტოტენჰემი და ლივერპულიც ინტერესდებიან, ამიტომ საბოლოო არჩევანის გაკეთება თავად კესის მოუწევს…