Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მადრიდის რეალი ნაპოლის შემტევით ინტერესდება

ესპანური მედიის ცნობით, მადრიდის რეალი ზაფხულში ნაპოლის მექსიკელი შემტევის ირვინგ ლოზანოს ტრანსფერით ინტერესდება, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, რომ მას ნაპოლიზე დიდ გუნდში თამაში სურს (იხილეთ აქ).

Todofichajes-ის ცნობით, ლოზანოს ტრანსფერი მადრიდის რეალის თავკაცის კარლო ანჩელოტის პირადი მოთხოვნაა, რომელიც 26 წლის მექსიკელ ფორვარდთან ერთად პარტენოპეის რიგებში მუშაობდა.

წყაროს ინფორმაციით, ნაპოლი მექსიკელი ფეხბურთელის გასხვისების წინააღმდეგი არ არის, თუმცა მის სანაცვლოდ 50 მილიონს ითხოვს და სხვა წინადადებას არც კი განიხილავს.