Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მადრიდის რეალი ფაბიან რუისის გაფორმებას გეგმავს

კატალონიური გამოცემა El Nacional-ის ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მადრიდის რეალი ნაპოლის ესპანელი ფეხბურთელის ფაბიან რუისის გაფორმებას გეგმავს.

წყაროს ცნობით, რუისი პირადად კარლო ანჩელოტის მოთხოვნაა, რომელიც ფეხბურთელს ნაპოლიში მუშაობის პერიოდიდან ძალიან კარგად იცნობს.

ესპანელი ფეხბურთელი დაახლოებით 40-45 მილიონად არის შეფასებული, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მისი კონტრაქტი პარტენოპეისთან 2023 წლის სეზონის ბოლოს იწურება, დე ლაურენტისს ფეხბურთელის გაყიდვა საგრძნობლად იაფად მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი უფასოდ დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგება.