Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მადრიდის რეალმა ინტერთან ლაუტაროს ტრანსფერი შეათანხმა?

Sport Mediaset-მა რამდენიმე წუთის წინ საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა. წყაროს ინფორმაციით, მადრიდის რეალმა და ინტერმა ლაუტარო მარტინესის ტრანსფერი შეათანხმეს…

არგენტინელი ფეხბურთელი ბარსელონას მთავარი სატრანსფერო სამიზნე იყო, თუმცა გუნდები ლაუტაროს ღირებულებაზე ვერ შეთანხმდნენ და მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

წყაროს ინფორმაიით, მადრიდის რეალს ლაუტაროს გაფორმება 100 მილიონი ევრო დაუჯდება, საიდანაც ინტერი ფულის სახით 60 მილიონ ევროს მიიღებს, 40 მილიონი კი აშრაფ ჰაკიმის ტრანსფერით გაიქვითება, მიღებულ თანხას კი ინტერი ნ’გოლო კანტეს ტრანსფერში დახარჯავს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მადრისი რეალმა ტრანსფერში ლუკა იოვიჩი ჩართოს…


იგივე წყაროს მტკიცებით, მადრიდის რეალმა ლაუტაროსთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა და არგენტინელი ფეხბურთელი სეზონში 8 მილიონ ევროს მიიღებს, 2 მილიონით ნაკლებს, რასაც ბარსელონა სთავაზობდა.

Leave a Reply

Your email address will not be published.