მადრიდის რეალმა ლაუტაროს ტრანსფერზე მოლაპარაკებები უარყო
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მადრიდის რეალი და ინტერი ლაუტარო მარტინესის ტრანსფერზე შეთანხმებასთან ახლოს იყვნენ, თუმცა მადრიდის რეალმა ესპანური გამოცემა ABC-ს მეშვეობით ეს სიახლე უარყო.
გამოცემის ინფორმაციით, მადრიდის რეალსა და ინტერს შორის არგენტინელი ფეხბურთელის ტრანსფერზე მოლაპარაკებები არ გამართულა და FCInterNews იმასაც ამტკიცებს, რომ რამდენიმე დღეში ინტერის მესვეურები ლაუტაროს აგენტს შეხვდებიან და ფეხბურთელთან ახალ კონტრაქტზე დაიწყებენ მუშაობას.