Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მადრიდის რეალს ინტერთან მატჩის წინ სერიოზული პრობლემები აქვს

ოთხშაბათს ინტერი ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონზე მადრიდის რეალს მიიღებს. ანტონიო კონტეს შეგირდებს 3 მატჩში 2 ქულა აქვთ და ჯგუფის ბოლო ადგილზე არიან, ამიტომ ერთადერთი დადებითი შედეგი აღნიშნულ შეხვედრაში 3 ქულის მოპოვება იქნება.

ინტერისთვის საბედნიეროდ, მადრიდის რეალი ამ მატჩს დიდი დანაკლისით ხვდება. სამეფო კლუბს სერხიო რამოსი, ფედერიკო ვალვერდე, ალვარო ორდიასოლა და ლუკა იოვიჩი დააკლდება და თუ ესპანურ მედიას დავუჯერებთ, გუნდს ვერც კარიმ ბენზემა დაეხმარება, რომელმაც ტრავმა სანაკრებო პაუზამდე, ვალენსიასთან მატჩის დროს მიიღო და გამოჯანმრთელება ვერ მოახერხა.

დანაკლისის გარეშე შეხვედრას არც ინტერი არ ხვდება. კონტეს მარსელო ბროზოვიჩი, ალეკსანდ კოლაროვი და დანიელე პადელი არ ეყოლება.