Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მადრიდის რეალს ჰაკიმის დაბრუნება სურს

გუშინ გერმანულმა და იტალიურმა სპორტულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიერნს ინტერის უკანახაზელის აშრაფ ჰაკიმის გაფორმება სურს, თუმცა რეკორდმაისტერების გარდა მოროკოელ ფეხბურთელს მისი ყოფილი გუნდი მადრიდის რეალიც უმიზნებს.

სკუდეტოს მოპოვების მიუხედავად, ნერაძური სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს განიცდის და დიდი ალბათობით გუნდს ზაფხულში გუნდის რამდენიმე ლიდერის გაყიდვა მოუწევს.

Calciomercato-ს ცნობით, ინტერი ლუკაკუს, ბარელას და ბასტონის გაყიდვას არ აპირებს, დანარჩები ფეხბურთელების სანაცვლოდ მიღებულ წინადადებას კი აუცილებლად განიხილავს.

წყაროს ცნობით რეალი, რომელამც გასულ ზაფხულს ჰაკიმი ინტერში 40 მილიონის სანაცვლოდ გაუშვა, მზად არის 22 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 50-55 მილიონი გადაიხადოს.