Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მაიგნანის აგენტი:“ მაიკი მილანისთვის იდეალური ვარიანტია“

ბოლო დღეებში ლილის კარის დარაჯის მაიკ მაიგნანის მილანში გადასვლის შესახებ ძალიან ბევრმა წყარომ დაწერა და შესაძლო ტრანსფერზე თავად ფეხბურთელის აგენტმაც მიანიშნა.

„მაიგნანი უმაღლესი დონის მეკარეა. ის პსჟ-ს აკადემიაში გაიზარდა თუმცა ლილის რიგებში საგრძნობლად მოუმატა და ვფიქრობ, რომ მილანიდან დონარუმას წასვლის შემთხვევაში, ის როსონერისთვის იდეალური შემცვლელი იქნება.“