Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მაიკონი სერია დ-ს გუნდში ითამაშებს

ინტერის ლეგენდარული ტრებლის ერთ-ერთი გმირი მაიკონი კარიერას სერია დ-ს გუნდში – სონაში გააგრძელებს.

39 წლის ფეხბურთელი ინტერის რიგებში 2006-2012 წლებში თამაშობდა. ნერაძურის მაისურით მან 248 შეხვედრა ჩაატარა.

მაიკონი რომში დღეს ჩაფრინდა და გუნდთან 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, მისი 15 წლის შვილი კი სონას აკადემიაში ითამაშებს.