Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მაიორალი რომას დატოვებს და ფიორენტინას შეუერთდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, მადრიდის რეალის საკუთრებაში მყოფი ბორხა მაიორალი, რომელიც იჯარის წესით ჯალოროსის რიგებში ასპარეზობს, ზამთარში მგლების რიგებს დატოვებს და ფიორენტინაში გადაბარგდება.

24 წლის ფეხბურთელი რომას 2-წლიანი იჯარით შეუერთდა, რისი ამოწურვის შემდეგ ჯალოროსის მისი გამოსყიდვა 20 მილიონად შეუძლია, მაგრამ ის მოურინიოს გეგმებში არ შედის და სათამაშო დრო არ ეძლევა, ამიტომ ესპანელ ფეხბურთელს გუნდის დატოვება სურს.

მაიორალი ფიორენტინაში დუშან ვლაჰოვიჩის შემცვლელი გახდება, რომელიც გუნდს ზამთარში, ან სეზონის ბოლოს აუცილებლად დატოვებს.