Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მაიორალი რომას იანვარში დატოვებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ბორხა მაიორალი რომას რიგებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვებს.

ესპანელი ფორვარდი, რომელიც მადრიდის რეალის საკუთრებაშია და ის რომაული გუნდის რიგებში იჯარის წესით ასპარეზობს, ჟოზე მოურინიოს გეგმებში არ შედის და ჯალოროსი მზად არის ფეხბურთელი იჯარის დასრულებამდე 6 თვით ადრე უკან დააბრუნოს.

მაიორალის გაფორმებით ფიორენტინა და კრისტალ პალასი ინტერესდებიან, თუმცა ამ მომენტისთვის ფავორიტებად ინგლისელები მოიაზრებიან, რომლებმაც ბლანკოსს ესპანელი ფორვარდის სანაცვლოდ 15 მილიონი შესთავაზეს.