Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მაკკენი:“იუვეში თამაში ოცნების ახდენაა“

უესტონ მაკკენი იუვენტუსს თავის 22-ე დაბადების დღეზე შეუერთდა. ტურინელები მის 1-წლიანი იჯარის სანაცვლოდ 4,5 მილიონ ევროს გადაიხდიან, შემდგომში კი მისი გამოსყიდვა 18.5 მილიონად შეეძლებათ.

„ძალიან გახარებული ვარ. მე ვიზრდებოდი და იმ ფეხბურთელებს ვუყურებდი, რომელთა გვერდით თამაში მომიწევს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ოცნება ამიხდა.

„სიტყვა იუვენტუსი უდიდეს ისტორიასთან და გამარჯვებებთან არის დაკავშირებული და ვამაყობ, რომ ამ ისტორიის მცირე ნაწილი მეც გავხდები.“

ის იქნება პირველი ამერიკელი, რომელიც იუვეს მაისურს მოირგებს.

„რა თქმა უნდა, რამეში პირველობა სიამაყის საფუძველს გაძლევს და ეს ძალიან დიდი მიღწევაა. მე იუვესთან კონტრაქტს ხელი დაბადების დღეზე მოვაწერე და წინ სრულიად ახალი თავგადასავლი მელოდება, დაბადების დღის უკეთეს საჩუქარზე ვერ ვიოცნებებდი.

„მინდა იუვეს გულშემატკივრებს მივმართო, რომ ყველა თამაშში, ყველა მომენტში მე 100 პროცენტით დავიხარჯები!“

Leave a Reply

Your email address will not be published.