Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მაკკენიმ უარით კიდევ ერთი ინგლისური გუნდი გაისტუმრა

იუვენტუსი უესტონ მაკკენის გაყიდვას ცდილობს და მისთვის ახალი გუნდის ძიებაშია, მაგრამ ამერიკელ ფეხბურთელს ჯერჯერობით მიღებული წინადადებები არ აკმაყოფილებს.

მაკკენის გაფორმების სურვილი პრემიერ ლიგის არაერთმა გუნდმა გამოთქვა, მაგრამ 24 წლის ნახევარმცველის ინტერესი ჯერჯერობით ვერც ერთმა მათგანმა ვერ დაიმსახურა.

TuttoJuve-ს ცნობით, ლიდსისა და ბორნმუთის შემდეგ, მაკკენიმ ამჯერად ასტონ ვიალს რიგებში გადაბარგებაზე თქვა უარი. წყაროს ცნობით, ამერიკელს უფრო ამბიციურ გუნდში თამაში სურს და იმედი აქვს, რომ უახლოეს პერიოდში ტოტენჰემი-დორტმუნდის დუეტიდან რომელიმე მის ტრანსფერზე მუშაობას დაიწყებს.