Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მაკკენის გაყიდვის შემთხვევაში, იუვე ჩუამენის გაფორმებას გეგმავს

იუვენტუსი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მონაკოს ნახევარმცველის აურელიენ ჩუამენის გაფორმებას, რომლის ტრანსფერზეც ტურინელები ზაფხულში მუშაობდნენ, კიდევ ერთხელ შეეცდება.

ბრიტანული გამოცემა Daily Express-ის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ტოტენჰემი იუვენტუსს ამერიკელი ნახევარმცველის უესტონ მაკკენის ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალური წინადადებით მიმართავს და თუ ლონდონელების წინადადება ტურინელებისთვის საკმარისი აღმოჩნდება, ამერიკელ ფეხბურთელს გაუშვებენ და მის სანაცვლოდ მონაკოდან 21 წლის ტალანტის დამატებას ეცდებიან.

წყაროს ცნობით, ტოტენჰემი მზად არის იუვეს მაკკენის სანაცვლოდ დაახლოებით 30 მილიონი გადაუხადოს.