Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მაკკენის ინგლისში კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა

ბრიტანული წყაროების ინფორმაციით, ლიდს იუნაიტედი იუვენტუსის ამერიკელი ნახევარმცველის უესტონ მაკკენის ტრანსფერით ინტერესდება.

The Sun-ის მტკიცებით, ინგლისელები, რომლებიც პრემიერ ლიგაში დასარჩენად იბრძვიან და იანვარში გუნდის გაძლიერებას გეგამვენ, მზად არიან ტურინელებს მაკკენის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო შესთავაზონ.

მაკკენიმ მიმდინარე სეზონი ახალ მწვრთნელთან ერთად არც თუ ისე კარგად დაიწყო და მისი გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდებოდა, მაგრამ ბოლო პერიოდში ამერიკელმა ფეხბურთელმა საგრძნობლად მოუმატა და რთული სათქმელია, სურს თუ არა იუვეს მისი ზამთარში გაყიდვა…