Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მაკკენის ყოფილი მწვრთნელი:“ იუვენტუსმა შესანიშნავი ფეხბურთელი დაიმატა“

დომენიკო ტედესკომ, რომელიც ამჟამად მოსკოვის სპარტაკს წვრთნის, თუმცა ერთ დროს უესტონ მაკკენის ტრეინერი იყო, ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა.

„მაკკენისთან დაკავშირებით ბევრი დადებითი მოგონება მაკავშირებს. მას 2017 წლიდან 2019 წლამდე ვწვრთნიდი და ჩემს გუნდში 50 მატჩზე მეტი ითამაშა.

„ის ძალიან სწრაფი და ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელია, რომელიც თავით შესანიშნავად თამაშობს, თუმცა მისი ყველაზე კარგი თვისება ისაა, რომ არასოდეს ნებდება და ყოველთვის ბოლომდე იხარჯება.

„უესტონი ძალიან მრავალფუნქციური ფეხბურთელია, რომელსაც ნახევარდაცვის ხაზში ნებისმიერ პოზიციაზე  შეუძლია თამაში და თუ საჭიროება მოითხოვს, მას გარემარბის პოზიციაც შეუძლია აითვისოს, თუმცა ის ყველაზე ძლიერი კლასიკური 8-ს პოზიციაზეა.

„შალკეში ის ჩემს გუნდში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ყველაფერთან ერთად, ის ძალიან პოზიტიური პერსონაა, ერთ დღესაც ვერ ვიხსენებ, როდესაც ის სახეზე ღიმილის გარეშე ვნახე. ასაკის მიუხედავად, ის გასახდელშიც კი ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი და ნამდვილი ლიდერი იყო.“

Leave a Reply

Your email address will not be published.