Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მაკკენი იუვენტუსს იანვარში დატოვებს ?

უესტონ მაკკენის ქცევის გამო, რომელმაც კორონა ვირუსის უსაფრთხოების პროტოკოლი დაარღვია, რის გამოც ის ნაკრებიდან 1 მატჩით მოკვეთეს, იუვენტუსის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა და ფეხბურთელის გაყიდვას სერიოზულად განიხილავენ.

ბრიტანული გამოცემა Daily Mailის ინფორმაციით, მაკკენის ტრანსფერით ტოტენჰემი, ასტონ ვილა და ევერტონი ინტერესდებიან და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იუვენტუსს წინადადებით მიმართავენ.

მაკკენის გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ ზაფხულშიც აქტიურად იწერებოდა და წყაროს ინფორამციით, ბიანკონერი მზად არის ის 30 მილიონ ევროდ გაასხვისოს.