Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მაკკენი:“ იუვენტუსს ჩემი დარწმუნება არ მოუწია“

იუვენტუსის ახალმა შენაძენმა, უესტონ მაკკენიმ იუვეში ყოფნის პირველ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა.

„იუვენტუსში თამაში, გუნდში, რომელსაც უდიდესი ისტორია აქვს, ჩემთვის დიდი პატივია. ტურინელებს ჩემი დარწმუნება არ დასჭირდათ, რადგან მათი ინტერესისთანავე ვთქვი, რომ მე იუვეში თამაში მინდოდა, აქ ყოფნა ოცნების ახდენას ჰგავს.

„ჩემი ყველაზე ძლიერი მხარე დაკარგული ბურთის დაბრუნებაა, პირლოს ამ თემაზე უკვე ვესაუბრე და ჩემი ეს თვისება მას ძალიან მოსწონს.

„დიდი პატივია, რომ იუვენტუსის ისტორიაში პირველი ამერიკელი მოთამაშე გავხდი. ამ მაისურის ტარება, ჩემი ქვეყნის წარმოჩენა და ამერიკაში ფეხბურთის პოპულარიზაციის ხელის შეწყობა ძალიან დიდი პატივია და სიამაყის გრძნობას მიჩენს.

„კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად მუშაობა დაუვიწყარი გამოცდილება იქნება. დარწმუნებული ვარ, მის წინააღმდეგ ვარჯიშებზე თამაშის დროს ბევრ რამეს ვისწავლი.“

Leave a Reply

Your email address will not be published.