Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მაკკენი ნაკრებიდან 1 მატჩით მოკვეთეს…

უესტონ მაკკენიმ, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებში ასპარეზობს, კორონა ვირუსის უსაფრთხოების პროტოკოლის დარღვევის გამო ნაკრებიდან მოკვეთეს და მას კანადის წინააღმდეგ თამაშის საშუალება არ მიეცა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ამერიკელი ფეხბურთელი პროტოკოლს არღვევს. გასული სეზონის მსვლელობისას მან ტურინში წვეულება გამართა, რის გამოც ის დააჯარიმეს და გუნდში მკაცრად დასაჯეს კიდეც.

მაქს ალეგრი თავის სამწვრთნელო კარიერაში დისციპლინას უდიდეს ყურადღებას აქცევდა და სავარაუდოდ ეს შემთხვევა იუვენტუსის მხრიდან უმოქმედოდ არ ჩაივლის. მაკკენის გუნდიდან წასვლის შესახებ ხმები უკვე დიდი ხანია ვრცელდება და ამ შემთხვევამ პროცესი შესაძლოა კიდევვ უფრო დააჩქაროს…