Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მაკკენი:“ პირლოს ბურთს ვერ წაართმევ“

იუვენტუსის ახალმა შენაძენმა, უესტონ მაკკენიმ, ESPN-თან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„შალკე ძალიან კარგი გუნდია, თუმცა იუვენტუსი სრულიად სხვა დონეზეა. პირველად გასახდელში რომ შევედი და დავინახე ფეხბურთელები, რომლებითაც PES-ს თამაშობ, შესანიშნავი გრძნობა დამეუფლა და თავიდან ხმის ამოღება ვერ მოვახერხე. მათგან მე ძალიან ბევრ რამეს ვისწავლი.

„მე ბევრჯერ მითქვამს, რომ თამაში პრემიერ ლიგაში მსურდა, თუმცა როდესაც იუვენტუსი გეპატიჟება, იმ კალიბრის ფეხბურთელებით, რომელიც მსა ჰყავს და ისეთი მწვრთნელით, როგორიც ანდრეა პირლოა, უარის თქმა შეუძლებელია.

„იუვე არის გუნდი, რომელიც ტიტულებს იგებს და მსოფლიოს საუკეთესო კლუბებს ტოლ-სწორად უდგას, ეს სწორედ ის არის, რაც მე მსურდა.

„კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად თამაში ჩემთვის დიდი პატივია. პირველად მას რომ შევხვდი ვცდილობდი, რომ არ დავბნეულიყავი…

„ის ძალიან კარგი პიროვნებაა და მისი გამარჯვების სურვილი უბრალოდ გასაოცარია. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს, რონალდუ ტეხასის ბიჭუნას მეძახის. იმ მიღწევების ფონზე, რაც მას კარიერაში აქვს, კრიშტიანუ ძალიან უშუალო და მხიარული ადამიანია, რომელსაც გუნდის თითოეულ წევრთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს.

„იმის მიუხედავად, რომ პირლო ახალბედა მწვრთნელია, მან თავისი საქმე კარგად იცის. ის თავის პოზიციაზე საუკეთესო იყო და მისგან ბევრი რამის სწავლა შემიძლია.

„პირლო ხანდახან ჩვენთან ერთად თამაშობს და მისი ელეგანტური მოძრაობის ყურება დიდი სიამოვნებაა, თუმცა დინჯ და გაწონასწორებულ თამაშთან ერთად, მას ბურთს ვერ წაართმევ…“