Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მალდერა:“ მილანმა შესანიშნავი თამაში აჩვენა“

მილანის ყოფილმა ფეხბურთელმა ანდრეა მალდერამ, რომელიც ახლა უკრაინის ეროვნულ ნაკრებში შევჩენკოს ასისტენტია, მანჩესტერი – მილანის მატჩზე კომენტარი გააკეთა.

„მინდა პიოლის მივულოცო, მისმა გუნდმა ძალიან დიდი სულისკვეთება და ბრძოლის სურვილი გამოაჩინა. როსონერიმ ძალიან ძლიერი 90 წუთი ჩაატარა.

„ოლდ ტრაფორდზე ჩასვლა და ასეთ დონეზე თამაში მარტივი არავისთვის არ არის, მითუმეტეს იმ დანაკლისის ფონზე, რაც მილანს ჰქონდა.“