Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მალდინიმ ლეაუსა და ბენასერის კონტრაქტები სიტუაციაზე ისაუბრა

მილანის დირექტორმა პაოლო მალდინიმ ისმაელ ბენასერისა და რაფაელ ლეაუს კონტრაქტების თაობაზე კომენტარი გააკეთა.

„ბენასერთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია. ვფიქრობ, რომ ჩვენ ხელშეკრულებას უახლოეს 24-36 საათის განამვლობაში გავაოფიციალურებთ.

„ლეაუ ? ჩვენ მის აგენტთან მოლაპარაკებებს ვაგრძელებთ. ხშირად საუბარი ვიდე-კონფერენციის საშუალებით ხდება, ამიტომ პირადად შეხვედრის არანაირი აუცილებლობა არ არის. ვფიქრობ, რომ საერთო ენის გამონახვა ორივე მხარეს უნდა და ჩვენ ამ თემაზე ვმუშაობთ.“