Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მალდინიმ პრეს-კონფერენციაზე საინტერესო თემებზე ისაუბრა

მილანის ტექნიკურმა დირექტორმა პაოლო მალდინიმ გუნდის შემადგენლობაზე, ჩემპიონთა ლიგის მნისვნელობაზე და გულშემატკივრებზე ისაუბრა.

„ჩვენ ძალიან პოზიტიური და წარმატებული გასული სეზონი გვქონდა, რომელმაც გუნდს სპორტულ ასპექტში სტაბილურობა შესძინა. ჩვენ ძალიან ახალგაზრდა და პოტენციური გუნდი გვყავს და მთავარი მიზანი გუნდის განვითარება იქნება. ვფიქრობ, რომ ჩვენი უპირატესობა სწორედ ეს არის, რადგან ჩვენს შემადგენლობას განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს.

„ჩემპიონთა ლიგა ? სერია ა ძალიან ძლიერი და მაღალი დონის ტურნირია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა რაღაც განსხვავებული, განსაკუთრებულია. ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელების რეალური ძალა სწორედ ჩემპიონთა ლიგის მატჩებში გამოჩნდება და იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამ შესანიშნავ ტურნირზე შეხვედრების გამართვა სავსე სტადიონებზე მოგვიწევს, რაც ფეხბურთელების ზრდას უწყობს ხელს.

„ქომაგები ? მათმა მხარდაჭერამ, რწმენამ და ნდობამ ჩვენ დამატებითი ენერგია მოგვცა. ჩვენ ყველა ვხედავთ, თუ რა ხდება ევროპის ჩემპიონატზე და რამდენად დიდ ისხვაობაა მატჩებში, ქომაგებთან და მათ გარეშე. მაყურებლები ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია, სწორედ ისინი ქმნიან იმ დაუვიწყარ ატმოსფეროს, რომელიც ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლიუსია.