Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მალდინიმ ტეოს, ბენასერის და ლეაუს კონტრაქტებზე ისაუბრა

მილანის დირექტორმა პაოლო მალდინიმ ისმაელ ბენასერის, რაფაელ ლეაუსა და ტეო ერნანდესის კონტრაქტებთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებზე ისაუბრა.

„ბენასერს, ტეოს და ლეაუს მილანთან კონტრაქტები 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ჩვენ ისევე, როგორც კესის, ჩალჰანოღლუს და დონარუმას შემთხვევაში, მოლაპარაკებები უკვე დავიწყეთ, თუმცა საერთო ენის გამონახვა ყოველთვის მარტივი არ არის.

„ჩვენი მიზანია, რომ სამივე მათგანთან შეთანხმებას მოკლე დროში მივაღწიოთ, რადგან ასაკის მიუხედავად, ისინი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან.“