Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მალდინიმ ფლორიან ტაუვინის მიმართ ინტერესი დაადასტურა

მარსელის გარემარბი ფლორიან ტაუვინი მილანის რადარზე გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდიდან იმყოფება. მისი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება და მილანის ინტერესი ფრანგი ფეხბურთელის მიმართ მალდინიმაც დაადასტურა.

„მისი კონტრაქტი მარსელთან სეზონის ბოლოს იწურება და ეკონომიკური თვალსაზრისით მისი გაფორმება მართლაც გვსურს.

„ის ჩვენი ბოლო წლების სატრანსფერო პოლიტიკაში არ ჯდება, რადგან შედარებით ასაკოვანია, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელების ბალანსი საჭიროა. მას ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით.“