Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მალდინისა და გაზიდისს შორის დაძაბულობა გრძელდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანის ტექნიკური დირექტორი პაოლო მალდინი იმის გამო, რომ გუნდმა მას სუპერ ლიგასთან დაკავშირებით გეგმები არ გაანდო, უკმაყოფილოა.

12-მა გუნდმა სუპერ ლიგის პროექტი 18 აპრილს გააოფიციალურეს და პაოლო მალდინიმ სასუოლოსთან მატჩის წინ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, რომელშიც თავისი პოზიცია ნათლად დააფიქსირა და აღნიშნა, რომ ის სუპერ ლიგის შექმნის იდეას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

Corriere della Sera-ს ინფორმაციით, მალდინისა და გაზიდისს შორის იმ დღიდან მოყოლებული საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა და იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ გუნდის ხელმძღვანელობამ მას ასეთი მნიშვნელოვანი გეგმები არ გაანდო…