Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მალდინისა და გაზიდისს შორის დაპირისპირება გრძელდება…

პაოლო მალდინიმ სასუოლოსთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ის სუპერ ლიგის შექმნის კატეგორიული წინააღმდეგია (სრული სტატია იხილეტ აქ), თუმცა როსონერი აღნიშნულ პროექტს ოფიციალურად მაინც არ ტოვებს.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მილანის გენერალური დირექტორი ივან გაზიდისი დარწმუნებულია, რომ სუპერ ლიგის პროექტი ევროპული ფეხბურთისთვის აუცილებელია და როსონერი მის დატოვებას არ აპირებს.

წყაროს ინფორმაციით, სუპერ ლიგაში დარჩენილი გუნდები: მილანი, იუვენტუსი, ბარსელონა და რეალი ფორმატის გადახალისებას გეგმავენ, თუმცა პროექტზე უარის თქმას არ აპირებენ, რის გამოც შესაძლოა მათ ჩემპიონთა ლიგაზე ადგილი დაკარგონ.

რომანოს ცნობით, ურთიერთობა გაზიდისსა და მალდინის შორის იდეალური არასოდეს ყოფილა, მაგრამ სუპერ ლიგის გაოფიციალურების შემდეგ მათ შორის დაძაბულობამ პიკს მიაღწია.