Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მალდინისა და მილანის მფლობელებს შორის დაძაბულობა მატულობს…

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანის დირექტორს პაოლო მალდინისა და გუნდის ახალ მფლობელებს შორის დაძაბულობა ნელ-ნელა იზრდება.

Tuttosport-ის ინფორმაციით, როსონერის ლეგენდა გუნდის ხელმძღვანელობის სატრანსფერო პოლიტიკით უკმაყოფილოა და თუ სიტუაცია არ შეიცვალა, ზაფხულში მისი გუნდიდან წასვლა გამორიცხული არ არის.

წყაროს ცნობით, მალდინის უკმაყოფილების მთავარი საბაბი ნიკოლო ძანიოლოს გარშემო შექმნილი სიტუაცია გახდა. პაოლოს იტალიელი ფეხბურთელის გაფორმება სურდა, ჯერი კარდინალემ კი ამისთვის ფინანსების გამოყოფა არ მოისურვა და იტალიელის ტრანსფერი, რომელსაც მილანში თამაში სურდა, საბოლოოდ ჩაიშალა…