Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მალდინის და გაზიდისის კომენტარი პიოლისთან კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ

ცოტა ხნის წინ მილანმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ სტეფანო პიოლიმ გუნდთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა და როსონერის რიგებში 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება.

სტეფანო პიოლის შემდეგ (იხილეთ აქ), ამ საკითხზე კომენტარი ივან გაზიდისმა და პაოლო მალდინიმ გააკეთეს.

გაზიდისი:

„პროექტი გრძელდება. სტეფანო პიოლი გუნდის ღირებულებების შესანიშნავი წარმოჩინებაა და დარწმუნებული ვარ, რომ მალდინიც იმავეს გრძნობს.

„პიოლი შესანიშნავია, ის მილანის პროექტისთვის იდეალური მწვრთნელია, რადგან ის არა მხოლოდ დიდებული სპეციალისტი, არამედ შესანიშნავი ადამიანია.“

მალდინი:

„მოხარული ვარ, რომ ის თავგადასავალი, რომელიც დაახლოებით 2 წლის წინ დაიწყო, გრძელდება და ჩვენ ამ პერიოდში გაწეული დაუღალავი შრომის შედეგს ნათლად ვხედავათ.

„ჩვენი მიზანია ავაშენოთ მილანი, რომელიც თითოეულ სეზონში ევროპის საუკეთესო გუნდების წინააღმდეგ ტიტულებისთვის იბრძოლებს.

„ვიცით, რომ ჩვენ წინ ბევრი სირთულე გველოდება, მაგრამ ამავდროულად დარწმუნბულები ვართ, რომ ჩვენ ამ წინაღობების გადალახვის პოტენციალი გვაქვს.“