Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მალდინის და როველას აგენტმა თავისი კლიენტების მომავალზე ისაუბრა

საფეხბურთო აგენტმა ბეპე რისომ თავისი კლიენტების დანიელე მალდინის,  პაპუ გომესის და იუვენტუსის საკუთრებაში მყოფი ნიკოლო როველას შესახებ ისაუბრა.

„სად ვხედავ მალდინის მომავალში ? მილანში, მხოლოდ მილანში. მას მამამისის სახით აქვს შესანიშნავი მაგალითი, თუ რამდენის მიღწევა შეგიძლია დაუღალავი მუშაობით, რადგან მას ამის ტალანტი ნამდვილად აქვს.

„პაოლო მის მიმართ ძალიან მკაცრია და მილანელოზე მამისა და დირექტორის როლებს შესანიშნავად ჰყოფს.

„როველა ? ის მატჩიდან მატჩამდე ამტკიცებს, რომ იუვენტუსში თამაშისთვის ყველაფერი აქვს. სამწუხაროა, რომ ასეთ კარგ ფორმაში მყოფმა ტრავმა მიიღო, მაგრამ დარწმუნებლი ვარ, რომ ის უფრო ძლიერი დაბრუნდება.

„როდის ვიხილავთ მას ტურინში ? როველა ახალგაზრდაა და ჯენოა მას განვითარების საშუალებას აძლევს. მისი მომავალი იუვენტუსზეა დამოკდიებული, თუმცა დარწმუნბული ვარ, რომ ნიკოლო ტურინელების მატერიალია.

„გომესი ? ის სევილიაში ბედნიერია და სერია ა-ში პოტენციურ დაბრუნებას არც კი განიხილავს.“