Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მალდინი:“ ატლეტიკოსთან მატჩმა ჩვენ ფიზიკურად ძალიან დაგვღალა“

პაოლო მალდინიმ ჯენოასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„მატჩი შევჩენკოს და ტასოტის წინააღმდეგ ? მე მათ შეხვედრის წინ უკვე ვესაუბრე და ძალიან უცნაურია, რომ დღეს ჩვენ მეტოქეები ვართ, რადგან ისინი მილანის ისტორიის ნაწილები არიან.

„ვიცი, რომ შევასთვის ეს ძალიან ემოციური დაპირისპირებაა, რადგან მილანი მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, ჩვენ კი წაუგებელი სეზონის შემდეგ 2 მძიმე მარცხი ვიწვნიეთ, რაც ვფიქრობ, რომ დიდწილად მადრიდში გამარჯვების გამო მოხდა, იმ შეხვედრამ გუნდს ფიზიკურ ასპექტში ძალიან ბევრი ენერგია წაართვა.

„გვაქვს თუ არა განვითარების პოტენციალი ? რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ ასპექტში. მაგალითისთვის ემოციების გაკონტროლება არი ის, რაც გამოცდილებასთან ერთად მოდის. ასევე უნდა ისწავლო, თუ როგორ უნდა მოუფრთხილდე შენს სხეულს ისე, რომ ყოველ 3 დღეში ერთხელ თამაში მოახერხო. ჩვენ ვიცით, რომ მილანი ბოლო წლებში საგრძნობლად განვითარდა, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია და ჩვენ სამუშაო ბევრი გვაქვს.“