Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მალდინი:“ ბედნიერები ვართ, რომ მესიასი დაგვიბრუნდა“

მილანის დირექტორმა პაოლო მალდინიმ ფიორენტინასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„მესიასი ? ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ის მოედანზე დაბრუნდა. ის ძალიან ხარისხიანი ფეხბურთელია, რომელსაც კარგი მახასიათებლები აქვს და ჩვენ მისი ნიჭი აუცილებლად გამოგვადგება.

„სურდა თუ არა იბრას ჟირუს მოსვლა ? რა თქმა უნდა, იბრა მილანისთვის უბრალოდ ფეხბურთელზე მეტია, ის გარკვეულწილად მენეჯერიც არის და მან იცოდა, თუ რამდენად სასარგებლო იქნებოდა ჟირუს გუნდი ყოფნა.

„იტალიის ნაკრები ? სამწუხაროა, რომ ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ჯერჯერობით ვერ გავინაღდეთ. შვეიცარიას ორივე მატჩში ვაჯობეთ და ვფიქრობ, რომ პირველ ადგილს ვიმსახურებდით, მაგრამ აძურის ძლიერი შემადგენლობა ჰყავს და დარწმუნებული ვარ, რომ მუნდიალზე ვითამაშებთ.“