Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მალდინი:“ გატუზო ნაპოლიში შესანიშნავად მუშაობს“

ნაპოლი – მილანის დაწყებამდე პაოლო მალდინიმ კომენტარი გააკეთა და გუნდში კორონა ვირუსის მხრივ არსებულ რთულ სიტუაციაზე ისაუბრა.

მოგეხსენებათ სტეფანო პიოლის და სამწვრთნელო სტაფის 5 წევრს კორონა ვირუსი დაუდასტურდათ და დღეს მილანის მწვრთნელობის მოვალეობას ბონერა შეასრულებს.

„დანიელე ძალიან მშვიდი პიროვნებაა, სტეფანო ყველაფერს უფრო ემოციურად უყურებს. მწვრთნელი კორონა ვირუსის დროს უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან ფეხბურთელს მისი მითითებების გაგება ცარიელი ტრიბუნების ფონზე შეუძლია.

„გატუზო ? მას ყველა იცნობს, როგორც ძლიერ პიროვნებად და ახლა რინოს სამწვრთნელო გამოცდილება დაუგროვდა და ნაპოლიში თავის საქმეს თავს შესანიშნავად ართმევს. ჩემი აზრით, ნაპოლის სერია ა-ში ყველაზე ტექნიკური შემადგენლობა ჰყავს და ნაპოლისთვის გატუზო იდეალური მწვრთნელია.

„არის თუ არა ეს სკუდეტოსთვის ბრძოლა ? ალბათ ტიტულზე საუბარი ახლა უადგილოა, რადგან ჩვენ სეზონის სტარტზე ვართ, თუმცა ბიჭებს მე ვთხოვე, რომ ამბიციურები იყვნენ და მაღალი მიზნები დაისახონ. რატომ არ უნდა ვითამაშოთ სკუდეტოს მოსაგებად ?

„თუ მის მოპოვებას ვერ შევძლებთ, გაბრაზებულები არ ვიქნებით, მე მხოლოდ ის მინდა, რომ გუნდმა თავისი პოტენციალი ყველა თამაშში გამოავლინოს და სეზონის ბოლოს სანანებელი არაფერი გვქონდეს.“