Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მალდინი:“ გატუზო შესანიშნავ მწვრთნელად ყალიბდება“

პაოლო მალდინიმ ნაპოლისთან მატჩის წინ საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„მილანმა 2020 წლის შემდეგ ძველებური გუნდური სული დაიბრუნა და ეს არასოდეს არ უნდა შეიცვალოს. მოედანზე შესაძლოა სხვადასხვა მატჩში განსხვავებული ფეხბურთელები გავიდნენ, თუმცა სულისკვეთება ერთნაირი უნდა იყოს.

„ზლატანი ? ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იბრა როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა გუნდს ძალიან დიდ დახმარებას უწევს.

„ტრავმები ? დიახ, ჩვენ ამ მხრივ გარკვეული პრობლემები გვაქვს, მაგრამ როდესაც მთელი გუნდი ერთი მიზნისთვის იბრძვის ჩვენ დანაკლისების მიუხედავად წარმატებულად სვლა შეგვიძლია.

„სკუდეტო თუ ადგილი ჩემპიონთ ლიგაზე ? ჩემი აზრით, ჯერჯერობით ორივე მათგანისთვის ბრძოლა შეგვიძლია.“

დღეს ჯენარო გატუზო თავის ყოფილ გუნდს პირველად დაუპირისპირდება.

„რინო არის მწვრთნელი, რომელიც ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება და ნელ-ნელა ძალიან კარგ მწვრთნელად ყალიბდება. ჩვენ ერთმანეთს ძველებურად ჩავეხუტეთ. ჩემი აზრით, გატუზოს ყველაზე კარგი მხარე არის ის, რომ ის ახალი იდეების მომხრეა და იმ ფეხბურთს მიჯაჭვული არ არის, რომელსაც მის დროს თამაშობდნენ.“

გათიშვა