Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მალდინი და მასარა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის ემზადებიან

Calciomercato-ს ინფორმაციით, მილანი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სამი პოზიციის გაძლიერებას შეეცდება.

მილანმა გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში საკმაოდ იაქტიურა და მნიშვნელოვანი ფეხბურთელების დამატება მოახერხა, თუმცა გუნდში რამდენიმე პრობლემური პოზიცია კვლავ რჩება. გუნდს ერთი ცენტრალური მცველი სჭირდება, რომელსაც პიოლი მთელი ზაფხული ითხოვდა, ერთი ნახევარმცველი და ერთი თავდამსხმელი, რომელიც მომავალში ზლატან იბრაჰიმოვიჩს შეცვლის.