Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მალდინი ვერონას რიგებს უახლოეს დღეებში შეუერთდება

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, მილანი და ვერონა დანიელ მალდინის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმდნენ და იტალიელი ფეხბურთელი ჯალობლუს რიგებს უახლოეს პერიოდში შეუერთდება.

20 წლის ფეხბურთელი ვერონაში 1-წლიანი არენდით გადაბარგდება, რომლის ამოწურვის შემდეგ მათ მალდინის გამოსყიდვის უფლება ექნებათ, თუმცა კონტრაქტში ჩაიდება პუნქტი, რომლის მიხედვითაც როსონერის ფეხბურთელის დაბრუნების საშუალება მიეცემა.

წყაროს ცნობით, მალდინის მიმართ ინტერესს სხვა ქვეყნის გუნდებიც იჩენდნენ, თუმცა სერია ა-ში დარჩენა თავად ფეხბურთელმა გადაწყვიტა.