Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მალდინი:“ იბრა 7 დღეში დაგვიბრუნდება“

პაოლო მალდინიმ ბოდო/გლიმტთან მატჩის წინ სატრანსფერო მარკეტზე და ზლატან იბრაჰიმოვიჩზე ისაუბრა, რომელსაც დღეს კორონა ვირუსი დაუდასტურდა და დღევანდელ თამაშში გუნდს ვერ ეხმარება.

„დღეს ჩვენ ძალიან რთული მატჩი გველის. იბრას გამო ვწუხვარ და იმედი მაქვს, რომ ის ვირუსს მალე დაამარცხებს და გუნდს დაუბრუნდება.

„კოლომბომ უკვე ყველას დაანახა, რომ ის მზად არის. ფეხბურთელი ზეწოლას უნდა მიეჩვიოს თუ სურს, რომ მილანის მაისურით ითამაშოს.

„სატრანსფერო ფანჯარაზე ჩვენ კონკრეტული მიზნები გვაქვს. მილანს ძლიერი შემადაგენლობა ჰყავს, თუმცა ჩვენ მის კიდევ უფრო გაძლიერებაზე ვმუშაობთ.

„მთავარი პრობლემა ახლა გუნდისთვის ტრავმებია. იბრა დიდი ალბათობით 7 დღეში დაგვიბრუნდება, თუმცა დაცვის ხაზში ტრავმების გამო გარკვეული პრობლემები არსებობს.“